ეს საინტერესოა - რა შანსი აქვს ტიბო კურტუას?
როგორც იცით, დღეს, „რეალის“ ოფიციალურმა ვებგვერდმა კურტუას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა.
ბელგიელ მეკარეს მარცხნეა ფეხის გრძელი განმზიდველი კუნთის დაზიანება დაუდგინდა, რის გამოც, როგორც წესი, 10 დღიანი სარეაბილიტაციო კურსის გავლაა საჭირო.აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, სამეფო კლუბის კალენდარში ორი შეხვედრაა ჩანიშნული.პირველი „ეიბართან,“ რომელიც თუ გავითვალისწინებთ პრიმერა დივიზიონის სატურნირო ცხრილს, მეტად მნიშვნელოვანია, ხოლო მეორე „მანჩესტერ სიტისთან,“ სადაც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური სტადიის საგზურის ბედი უნდა გადაწყდეს.
დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ ტიბო ესპანეთის ჩემპიონატის უახლოესს შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. „ქალაქელებთანაც“ მისი გამოჩენა სათუოა, თუმცა „ბლანკოსის“ სამედიცინო შტაბში პატარა სასწაულის მოხდენის იმედი აქვთ.
გამომდინარე იქედან, რომ კურტუას მოვალეობაში კარის უსაფრთხოება შედის და მას თანაგუნდელების მსგავსი ფიზიკური დატვირთვა არ აქვს პაექრობის მსველობისას, საქმეში დაბრუნებისათვის, აღნიშნული ტრავმის 100 პროცენტით მოშუშება სულაც არ მართებს.შესაბამისად, ექიმები მაქსიმალურად შეეცდებიან, რათა „რეალის“ პირველი ნომრის კონდიციები სათამაშო მდგომარეობამდე მიიყვანონ.
ტიბოს ყოფნა „მანჩესტერ სიტისთან“ გადამწყვეტ ჯახში ნამდვილად საგულისხმო იქნება.
DC
- 10 მარტი 2020
- 2 184
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.