რამდენს იზარალებს „რეალი“ კორონავირუსის გამო?
როგორც იცით, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო, სამეფო კლუბ ორ საშინაო მატჩს ცარიელ სტადიონზე ჩაატარებს.
შეიძლება ითქვას, რომ 1987 წლის შემდეგ პირველად, მადრიდელი ფეხბურთელები უმაყურებლოდ უმასპინძლებენ მეტოქე. მაშინ, აღნიშნულის მიზეზი „უეფას“ სანქცია გახლდათ.
რა თქმა უნდა, COVID-19-ით ცნობილი ვირუსი, ადამიანების ჯანმრთელობის გარდა, ეკონომიკურ მდგომარეობასაც დიდი პრობლემების ქვეშ აყენებს.ამ შემთხვევაში გამონაკლისი არც „რეალის“ ბიუჯეტი იქნება.გავრცელებული ინფორმაციით, „ეიბართან“ და „ვალენსიასთან“ თამაშების ცარიელ „ბერნაბეუზე“ ჩატარების პირობებში, „ბლანკოსი“ დაახლოებით 6 მილიონ ევროს იზარალებს.
ესპანეთში იმედოვნებენ, რომ შესაბამისი სტრუქტურები ეფეტურად გაუმკლავდებიან გამოწვევას და ქვეყანა იტალიის ბედს არ გაიზიარებს, რომელიც წითელ ზონად არის გამოცხადებული.
DefensaCentral
- 10 მარტი 2020
- 1 549
- 3