როდესაც ვალვერდე არ თამაშობს...
ლა ლიგის 28-ე ტურის მატჩში, რომელიც „ბენიტო ვილიამარინზე“ გაიმართა, ფედერიკო მხოლოდ 78-ე წუთზე ჩაერთო საქმეში.
„რეალ ბეტისთან“ განცდილი მარცხის შემდეგ, ზიდანმა აღნიშნა, რომ „დღეს ჩვენ გვაკლდა ენერგია, კარგი ფეხბურთი, ბურთის ფლობა და აგრესიულობა“ - რთულია არ დაეთანხმო ფრანგ სპეციალისტს, მაგრამ ისმის სრულიად ლოგიკური კითხვა, აღნიშნული კომპონენტების ჩავარდნა, ვალვერდეს უთამაშებლობით ხომ არ არის გამოწვეული?
მიმდინარე სეზონში, პრიმერა დივიზონის მასშტაბით, „რეალმა“ სამი შეხვედრა დათმო და ნიშანდობლივია, რომ არცერთხელ იყო სასტარტო შემადგენლობაში ახალგაზრდა ურუგვაელი. „რეალ მალიორკასთან“ მხოლოდ ბოლო 9 წუთი გაატარა მოედანზე, „ლევანტესთან“ 24, ხოლო „ბეტისთან“ 11.
ის, რომ ფედე ამ ფორმაციის „ბლანკოსის“ უმნიშვნელოვანი ფიგურაა, ალბათ, ამაზე დავა არ ღირს.მისი დინამიურობასა და თანგანწირულ თამაშს ლომის წვლილი შეაქვს ზიდანის კოლექტივის წარმატებაში და ცოტა არ იყო გაუგებარია, სეზონის გადამწყვეტ ეტაპზე, რატომ უწევს უქმობა მას.ფრანგ დამრიგებელს ძვირად უჯდება ვალვერდეს სიძლიერის არ გამოყენება.
MARCA
- 10 მარტი 2020
- 1 432
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.