ბეილის სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა
სამეფო კლუბის შემტევი კვლავ უსაქმურადაა.
„რეალის“ უკანასკნელ 2 შეხვედრაში, ბეილს სათამაშო დრო არ მიუღია. „ელ კლასიკოს“ სათადარიგოდან ცქერის შემდეგ, გარეთს არც „ბენიტო ვილიამარინზე“ მისცემია თავის გამოჩენის საშუალება.მან „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ იასპარეზა და ისიც მხოლოდ 15 წუთით.
თუ სეზონის პირველ ნაწილში მწვრთნელ თანადგომას უცხადებდა მას, ახლა სიტუაცია შეიცვალა.ზიდანი ბრიტანელზე წინ ისეთ ფეხბურთელების აყენებს, როგორებიც არიან: ვინისიუსი, ლუკას ვასკესი და მარიანო დიასი.
შეიძლება ითქვას, რომ მიმდინარე ფორმაციის „რეალში,“ ბეილი ყველაზე ბოლო მოთამაშეა, ვისაც მწვრთნელი ანდობს მატჩის მიმდინარეობას.
MARCA
- 10 მარტი 2020
- 1 334
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.