რა ხდება „რეალის“ უკანა ხაზში?
სამეფო კლუბის დაცვითი ხაზი კვლავ კრიტიკის ობიექტი ხდება.
სამეფო თასზე „რეალ სოსიედადთან“ შეხვედრამდე, ზიდანის შეგირდებისათვის იდეალურად ვითარდებოდა მოვლენები. „თეთრები“ პრიმერა დივიზიონის 3 ქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობდნენ და პარალელურად, ჩემპიონთა ლიგასა და კოპა დელ რეიზე ერთ-ერთ ფავორიტებად მოიაზრებოდნენ.ამასთანავე, გუნდს უკანასკნელ 11 შეხვედრაში მხოლოდ 4 გოლი ჰქონდა გაშვებული.
სამწუხაროდ, სანსებასტიანელებთან „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ჩატარებული ჯახის შემდეგ, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა.უკანა ხაზში საიმედოდ მთამაშე „ბლანკოსმა“ 4 შედეგიანი დარტყმა მიიღო საკუთარ კარში, რაც „ლა კოპადან“ გამოთიშვის ფასად დაუჯდა.საერთო ჯამში, აღნიშნული თამაშიდან მოყოლებული, მადრიდელების კარი უკვე 12-ჯერ აიღეს ბოლო 7 შემთვევაში.
თავდაცვაზე პასუხისმგებელი პირების უნიათო ბურთაობამ, სტატისტიკა გაუუარესა ტიბო კურტუასაც.თუ სეზონის შუა ნაწილში მისი დამწუხრება გარკვეულ პრობლემას წარმოადგენდა, ახლა უკვე ქვედალიგელებიც არ ერიდებიან ამის გაკეთებას - 8 გოლი ბოლო 7 შეხვედრაში.
AS
- 10 მარტი 2020
- 1 161
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.