ვარანი:„ბენზემა დაგვეხმარა, მაგრამ გუნდმა საერთო ჯამში ცუდად ითამაშა“
რაფაელ ვარანი „ბეტისთან“ დაპირისპირებაში ერთ-ერთი სუსტი წერტილი იყო სხვა თანაგუნდელებთან ერთად. ფრანგმა მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა...
„წინ კიდევ ბევრი თამაში გვაქვს და გვჯერა, რომ პირველ ადგილზე გადასვლა შესაძლებელია. ინტენსივობა დავკარგეთ და დავისაჯეთ კიდეც. ეს არ იყო ის „რეალი“, რომელმაც „ელ კლასიკო“ მოიგო. კლუბის პრობლემები ჰქონდა ყველა რგოლში, რამაც საბოლოო შედეგზე იქონია ზეგავლენა.“
„ბენზემამ ბევრი იშრომა და გოლის გატანაც შეძლო, თუმცა ეს არ აღმჩნდა საკმარისი. ფრანგი ფორვარდი მთელი თამაშის მანძილზე ცდილობდა თანაგუნდელების დახმარებას და ყველა პოზიციას ირგებდა.“
„საპანიკო არაფერია. დარწმუნებული ვარ, პრობლემებს მალე მოვაგვარებთ და მომდევნო ტურიდან სულ სხვა ფეხბურთს ვითამაშებთ.“
- 9 მარტი 2020
- 884
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.