რამოსი:„„ბეტისთან“ წაგების შემდეგ ფეხბურთელებთან საუბარი მქონდა"
სერხიო რამოსმა „ბეტისთან“ დასანანი მარცხის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა...
„ეს არის ფეხბურთი. როდესაც საქმეს ისე ვერ აკეთებ, როგორც საჭიროა, მაშინვე ისჯები. თვითკრიტიკა აუცილებელია. ჩვენ დაშვებული შეცდომების გაანალიზება გვმართებს, ასე თამაში და ქულების განიავება არ იქნება ოპტიმალური გამოსავალი. დიახ, რამდენიმე კარგი მომენტი გვქონდა, მაგრამ საერთო ჯამში მოგებას არ ვიმსახურებდით. მარცხის შემდეგ გასახდელში ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ ეს იყო სეზონის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი დაპირისპირება და მსგავს სტილში აღარასდროს არ უნდა ვითამაშოთ.“
„პენალტი ბენზემას დავუთმე, რადგან ჩავთვალე, რომ ფრანგს გოლის გატანა ესაჭიროება, სხვა არაფერი.“ „წინ 11 ტურია, სადაც მაქსიმუმის გაღება გვმართებს.
„ბარსელონასთან“ სხვაობა 2 ქულას შეადგენს, რომელიც აღმოფხვრადია.“
- 9 მარტი 2020
- 2 353
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.