ზიდანი: „ეს იყო ყველაზე საშინელი თამაში“
ზინედინ ზიდანმა „რეალ ბეტისთან“ ჩატარებული მატჩი შეაჯამა.
„შეიძლება ითქვას, რომ ორივე ტაიმში საშინლად ვიასპარეზეთ.ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით.როდესაც არ ხარ მოწოდების სიმაღლეზე, შემდეგ უკვე რთულად ვითარდება მოვლენები.“
„ვფიქრობ, განვლილი მატჩი ყველაზე ცუდი გამოდგა მიმდინარე სეზონში.საერთო ჯამში გუნდი სუსტად გამოიყურებოდა, აგრესიულობისა და ბურთის ფლობის კომპონენტში.ყველაფერზე მე ვიღებ პასუხისმგებლობას და ეს მატჩის შემდეგ ფეხბურთელებსაც ვუთხარი. იმედგაცრუებულნი ვართ.“
„თამაში უსახურად დავიწყეთ, თუმცა ამის გამოსასწორებელად ცოტა დრო არ გვქონია.სამწუხაროდ, გარდატეხა ვერ შევიტანეთ და შედეგიც სახეზეა.“
„მოგებას ნამდვილად არ ვიმსახურებდით.ახლა საჭიროა მომხდარის გაანალიზება.აქამდე სეზონი ნაყოფიერად მიმდინარეობდა.“
„ჩემპიონატის დასრულებამდე 11 ტურია დარჩენილი.ჯერ არაფერია გადაწყვეტილი, „რეალი“ ბოლომდე იბრძოლებს ტიტულისათვის.“
„რა თქმა უნდა, სიკვდილამდე გუნდის გვერდით ვარ.აღნიშნულ მარცხში მე მიმიძღვის დანაშაული.“
AS
- 9 მარტი 2020
- 3 385
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.