რეინიერის მამა:„ჩემი შვილი ბრწყინვალედ თამაშობს, მან მოლოდინს გადააჭარბა“
რეინიერ ჟესუსი „კასტილიაში“ საოცარ გამოსვლას განაგრძობს. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა გუშინ დუბლიც მიითვალა. მატჩის შემდეგ ნახევარმცველის მამამ ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა...
„დუბლი მართლაც საოცრება იყო, ჩემმა შვილმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ძალიან ბედნიერები ვართ და ამასთანავე ამაყები.“
„ვინისიუს ჟუნიორი ჩემ შვილს დიდ დახმარებას უწევს. მიხარია, რომ ვინის ამხელა წარმატება აქვს. ვიმედოვნებ, რეინიერი სულ მალე ითამაშებს მის თანამემამულესთან ერთად მთავარ გუნდში.“
„ჩემი შვილი მაქსიმალური მოთმინებით იქნება სავსე. ვიცით, რამხელა გამოწვევაა აქ მოსვლა და გვჯერა, რომ მთავარ გუნდში თამაშის დროც მოვა. ჩვენ აქ სულ ცოტა ხნის წინ ჩამოვედით და ევროპასთან ადაპტაციას გავდივართ.“
- 8 მარტი 2020
- 1 535
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.