„რეალი“ რაფაელ ვარანს კონტრაქტს 2025 წლამდე გაუხანგრძლივებს
მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა გადაწყვეტილება მიიღო. უკვე არსებობს კონტრაქტის პროექტი, რომელიც რაფაელ ვარანის „ბლანკოსში“ დარჩენას 2025 წლის 30 ივნისამდე ითვალისწინებს...
25 აპრილს ვარანი 27 წლის გახდება. მიუხედავად კოლოსალური გამოცდილებისა, რაფა ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და წლების მანძილზე მოახერხებს უმაღლეს დონეზე თამაშს.
მადრიდში კარგად ითვალისწინებენ სერხიო რამოსის ასაკის ფაქტორს და ხვდებიან, რომ დაცვის უდავო ლიდერის სტატუსს სულ ცოტა ხანში სწორედ ფრანგი მსოფლიო ჩემპიონი გადაიბირებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალი კონტრაქტის მიხედვით, ვარანი 2 მილიონით გაზრდილ ხელფასს მიიღებს.
- 8 მარტი 2020
- 1 024
- 2