ზიდანი:„შემადგენლობაში პრობლემები გვაქვს“
ზინედინ ზიდანმა „ბეტისთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...
„ზუსტად ვიცით, რამხელა რესურსი აქვს „ბეტისს“, თანაც მისსავე მოედანზე. ვფიქრობ, გუნდი კარგად მოვამზადო როგორც ტაქტიკური, ასევე ფიზიკური თვალსაზრისით, ჩვენ 3 ქულა უნდა მოვიპოვოთ.“
„118 წლიანი ისტორიის მქონე გუნდის მწვრთნელი ვარ, რაც ძალიან მაბედნიერებს.“
„ვთვლი, რომ ჩემთვის უმთავრესი ოჯახია, შემდეგ კი ფეხბურთით ვარ გატაცებული. მოთამაშეები, რომლებიც „რეალში“ ირიცხებიან ამ ისტორიას ყოველდღიურად რეჟიმში ანახლებენ.“
„მე ვერ შევაფასებ ედერ სარაბიას და ვერც პარალელს გავავლებ ვინმესთან. ვიცი, რომ რთული მოწინააღმდეგე გვყავს.“
„კორონავირუსთან დაკავშირებით საუბარს არ ვაპირებ, რადგან კომპეტენტური არ ვარ. ვფიქრობ, არსებობენ ადამიანები, რომლებიც რეკომენდაციებს გვაძლევენ. ჰიგიენის ნორმების დაცვა აუცილებელია.“
„თუ ყველაფერს გავიგებთ, გვექნება შესაძლებლობა, რომ რომელიმე ტიტული მოვიგოთ. 2020 წელი ბრწყინვალედ დავიწყეთ და ზედიზედ მნიშვნელოვანი დაპირისპირებები მოვიგეთ. ჩავარდნა ყველა გუნდს აქვს, ვინაიდან ეს რთული და მატჩების დახუნძლული სეზონია.“
„კიკე სეტიენზე პასუხის გაცემას არ ვაპირებ, ეს ჩემი საქმე არ არის.“
„მომავალზე საუბრის დროს ახლა ვერ ვხედავ. ამჟამად „რეალის“ მწვრთნელი ვარ და მიზნად ტიტულების მოგება მაქვს დასახული. რა მოხდება მომავალში ყველა ვნახავთ.“
„ყველა ფეხბურთლთან ინტენსიური კომუნიკაცია მაქვს და მათზე ინფორმაციას ვიღებ.“
„წასვლასთან დაკავშირებით არსებული ყველა ინფორმაცია მცდარია. მხოლოდ „რეალზე“ ვარ ფოკუსირებული.“
„შემადგენლობაში გარკვეული პრობლემები გვაქვს. ისკო თამაშს ვერ შეძლებს, ნაჩოს და კარვახალს კი ვირუსი აქვთ.“
„რამდენიც არ უნდა აკრიტიკონ მარსელო, ის მაინც მარსელოა. ბრაზილიელი უდიდეს გამოცდილებას ფლობს და კლუბისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. ვიცე-კაპიტანმა ასე სვლა უნდა განაგრძოს.“
„ოპერაციის შემდეგ ედენ აზართან სატელეფონო საუბარი მქონდა. ბელგიელი ფეხბურთელი ოპტიმისტურად არის განწყობილი და ვიმედოვნებ, მალე დაუბრუნდება მწვანე მინდორს.“
„მარიანომ თავის საქმე უნდა გააკეთოს, ის ყოვლეთვის ბოლომდე უნდა იყოს მზად.“
- 7 მარტი 2020
- 7 910
- 17
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.