დასკვნითი ვარჯიში „ბეტისთან“ მატჩამდე და ზიდანის დანაკლისი
სამეფო კლუბის ფეხბურთელებმა, პრიმერა დივიზიონის 27-ე ტურს მატჩამდე, „რეალ ბეტისთან,“ დასკვნითი ვარჯიში ჩაატარეს.
საგულისხმოა, რომ გუნდის დღევანდელ სესიაში მონაწილეობა არ მიუღიათ ისკოს, კარვახალსა და ნაჩოს.ესპანელ ნახევარმცველს მთელი კვირის განმავლობაში ტკივილები აწუხებს ზურგის არეში, ხოლო მცველებმა გრიპის გამო იუქმეს, რაც იმას ნიშნავს, რომ სამივე ფეხბურთელი, დიდი ალბათობით, „ბენიტო ვილიამარინზე“ ვერ დაეხმარება გუნდს.
რაც შეეხებათ დანარჩენ ფეხბურთელებს (მარკო ასენსიოსა და ედენ აზარის გამოკლებით), მათ სრული დატვირთვით იმუშავეს და მწვრთნელებისგან ბოლო დარიგებებიც მიიღეს.
MARCA
- 7 მარტი 2020
- 2 373
- 10
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.