მაკმანამანი:„სიტი“ ახლა უკეთესია, ვიდრე „რეალი““
„რეალის“ ექს ფეხბურთელი, სტივ მაკმანამანი ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად „სიტის“ განიხილავს.
„ვთვლი, რომ ამ ეტაპზე „სიტი“ უფრო ძლიერი გუნდია, ვიდრე „რეალი“. გუარდიოლას გუნდს ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მივიჩნევ „ლივერპულთან“ ერთად.“
„სტერლინგის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია, ინგლისელს არნახული პროგრესი აქვს და ევროპულ ფეხბურთში თავს იმკვიდრებს. ვფიქრობ, რაჰიმი დიდხანს უნდა დარჩეს მანჩესტერული კლუბის რიგებში.“
„როდესაც შენი მეტოქე „რეალია“, არაფერი უნდა გამორიცხო, თუმცა არ ვთვლი, რომ გუარდიოლა სანტიაგო ბერნაბეუზე მოპოვებულ უპირატესობას ხელიდან გაუშვებს.“
- 7 მარტი 2020
- 833
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.