ტიტემ „რეალის“ 3 ფეხბურთელი განაცხადს მიღმა დატოვა
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტიტემ, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მოახლოვებული საკვალიფიკაციო მატჩებისათვის განაცხადი დაასახელა.
მიმდინარე თვეში „სელესაო“ „ბოლივიასა“ და „პერუს“ დაუპირისპირდება.დამრიგებლის გადაწყვეტილებით, მარსელო, ვინისიუს ჟუნიორი და როდრიგო ვერ დაეხმარებიან თანაგუნდელებს, ხოლო კაზემირო და მილიტაო გამოძახებულნი არიან.
ბრაზილიის ნაკრების განაცხადი ასე გამოიყურება:
მეკარეები: ედეროსნი, ივანი და ვევერტონი;
მცველები: დანი ალვეში, დანილო, ალექს სანდრო, ლოდი, მილიტაო, ფელიპე, მარკინიოსი და ტიაგო სილვა;
ნახევარმცველები: არტური, ბურნო გიმარაეში, კაზემირო, ე.რიბეირო, ფაბინიო და კოუტინიო;
თავდამსხმელები: ბრუნო ენრიკე, ევერტონი, ფირმინო, გაბიგოლი, გაბრიელ ჟესუსი, ნეიმარი და რიჩარლისონი.
- 6 მარტი 2020
- 3 040
- 10