ხამეს როდრიგესი „მტრის ბანაკში“ გადადის?
ეჭვგარეშეა, რომ მიმდინარე სეზონი კოლუმბიელი ფეხბურთელისათვის საშინელი გამოდგა.
ჟურნალისტ ხორხე კალაბრესის ინფორმაციით, ხამესი მოუთმენლად ელოდება სატრანსფერო ფანჯრის გახსნას, რათა „რეალის“ ტყვეობიდან თავი დააღწიოს.მისი ინტერესებით „პსჟ“ და „ატლეტიკო“ არიან დაინტერესებულნი.
დიდი ალბათობით, სამხრეთ ამერიკელი შემტევი მადრიდში დარჩენას ამჯობინებს და ამჯერად, სიმეონეს შეთავაზებას ხელიდან არ გაუშვებს.ალბათ, გახსოვთ, „როხიბლანკოს“ განვლილ ზაფხულსაც სურდა მისი დამატება, თუმცა „თეთრები“ სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს ითხოვდნენ და მოლაპარაკებების ჩიხში შევიდა.გამომდინარე იქედან, რომ როდრიგესის მოქმედი კონტრაქტი „ბლანკოსთან“ 2021 წელს იწურება, პერესს გაცილებით ნაკლებ ფასად მოუწევს მისი დათმობა.
წლეულს, ხამესმა მხოლოდ 651 წუთი გაატარა საქმეში და შეიძლება ითქვას, ვერაფრით დაამახსოვრა თავი გულშემატკივრებს.შესაბამისი სათამაშო პრაქტიკის არქონის გამო, სავარაუდოდ, არც „კოპა ამერიკაზე“ მოუწევს დიდი დროის გატარება მწვანე მინდორზე.
- 6 მარტი 2020
- 2 965
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.