ძალიან სასიხარულო ინფორმაცია მადრიდის „რეალში“
სამეფო კლუბში აზარის ტრავმის გამო ყველა ცუდ განწყობაზეა, თუმცა მარკო ასენსიოსთან დაკავშირებით სერიოზული სიახლეა...
წამზომი ჩაირთო. მარკო 40 დღეში მოედანზე გასვლას შეძლებს, მისი აღდგენითი პროცესი ზუსტად გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და დაახლოებით 10 აპრილიდან ინტენსიურ ვარჯიშს შეუდგება.
მარკოს მოედანზე გამოჩენა 21 აპრილს, „ესპანიოლის“ წინააღმდეგ გასამართ დაპირისპირებაში იგეგმება. ეს პაექრობა 32-ე ტურის ეგიდით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ასენსიოს ლა ლიგის დანარჩენ 6 ტურში მონაწილეობის მიღება შეეძლება.
ასევე აღსანიშნავია, რომ თუ „მერენგები“ ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში გავლენ, მარკოს იქაც შეეძლება კოლექტივის დახმარება.
- 6 მარტი 2020
- 10 374
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.