როგორი იქნება „რეალი“ 5 წელიწადში? - ახალი პროექტი!
ესპანური გამოცემები ძალიან საინტერესო სტატიებს წერენ, რომელიც მადრიდის „რეალის“ მომავლის პროექტს ეხება...
ფლორენტინო პერესს სურს, რომ თაობათა ცვლამ უმტკივნეულოდ ჩაიაროს და მაქსიმუმი გაკეთდეს გუნდის გადასახალისებლად.
„მერენგებში“ ახალგაზრდა ფეხბრუთელების მოყვანის პოლიტიკა საკმაოდ პროგრესულად მიმდინარეობს.
გამოცემა „ას“ გვთავაზობს პროექტის ვარიანტს, რომლის თერთმეტეულაც ტიბო კურტუა, აშრაფ ჰაკიმი, ფერლან მენდი, რაფა ვარანი, კაზემირო, ვალვერდე, ოდეგორი, ვინისიუსი და მბაპე აკომპლექტებენ, თუმცა შემადგენლობა აკლია 2 მოთამაშე, აქედან ერთი სერხიო რამოსის ადგილზე უნდა დადგეს, ხოლო მეორე კარიმ ბენზემას.
ამავე გამოცემაზე დაყრდნობით, პერესი შანსს ხელიდან არ გაუშვებს და ახალ ლევანდოვსკის ერლინგ ჰოლანდის სახით გუნდში ჩარიცხავს, რამოსის შემცვლელი კი ან ედერ მილიტაო, ანაც რომელიმე ახალგაზრდა, მაგრამ ძალიან მაღალი დონის მცველი იქნება.
ახალ პროექტში, რომელიც 4-5 წელიწადში „ბლანკოსის“ მამოძრავებელი ძალა უნდა გახდეს აღარ მოიაზრება კროოსი, მოდრიჩი, ისკო, ბენზემა, კარვახალი, მარსელო და რამოსი. დგება მომენტი, როდესაც „მერენგების“ შემადგენლობაში სრული გარდატეხა უნდა მოხდეს.
- 6 მარტი 2020
- 4 777
- 20