მენდისა და მოდრიჩს „ბეტისთან“ სასტარტოში ელოდებიან
ზინედინ ზიდანი „ელ კლასიკოს“ შემდეგ შემადგენლობაში გარკვეულ ცვლილებებს გააკეთებს...
ფრანგი სპეციალისტი აპირებს, რომ „ბეტინო ვილამარინზე“ ლუკა მოდრიჩი და ფერლან მენდი სასტარტო შემადგენლობაში განამწესოს.
ცნობილია, რომ ფრანგი მარცხენა მცველი მარსელოს ჩაანაცვლებს, მაგრამ რის ხარჯზე მოხდება ლუკიტას მოედანზე გასვლა და მიეცემა თუ არა ტონი კროოსს დასვენების საშუალება ჯერ-ჯერობით უცნობია.
უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე სეზონში კროოსის ძალიან დიდ დატვირთვას იღებს და პერიოდულად მისთვის სათამაშო დროის შემცირება ოპტიმალური გამოსავალი იქნება.
გერმანელმა ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე 32 დაპირისპირებაში მიიღო მონაწილეობა, მის ანგარიშზე 2633 წუთი ფიქსირდება და ამ მაჩვენებლით იმ მოთამაშეებს შორისაა, ვინც მოედანზე ყველაზე დიდ დროს ატარებს.
იგივე მოდრიჩს კროოსთან შედარებით გაცილებით მოკრძალებული შედეგი აქვს, ხორვატის ანგარიშზე 29 მატჩი ირიცხება, თუმცა წუთობრივი მაჩვენებელი 1826-ია და გაცილებით ჩამოუვარდება ტონის სათამაშო დროს.
- 6 მარტი 2020
- 843
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.