45 მილიონი ევრო + იოვიჩი 2 წლით BVB-ში
გერმანული გამოცემების ინფორმაცით, დორტმუნდის „ბორუსია“ მადრიდის „რეალის“ წინადადებას სერიოზულად განიხილავს.
გერმანელები აცნობიერებენ, რომ ერლინგ ჰოლანდის შენარჩუნებას ვერ შეძლებენ და რომელიმე გრანდი 2020 წლის ზაფხულში მის 75 მილიონიან კონტრაქტს გამოისყიდის.
ამ შემთხვევაში ბორუსიელები ოპტიმალური გამოსავლის ძიებაში არიან და საუკეთესო გადაწყვეტილება დიდი ალბათობით „რეალთან“ გარიგება იქნება. ფლორენტინო პერესი მზად არის BVB-სგან ჰოლანდი წამოიყვანოს და მასში 45 მილიონი ევრო გადაიხადოს, ამას კი დაემატება ლუკა იოვიჩი, თანაც 2 წლიანი იჯარით.
სერბი ფეხბურთელი გერმანიის ჩემპიონატში საკმაოდ წარმატებით გამოდიოდა და დიდი გამოცდილებაც დააგროვა, აქედან გამომდინარე, მისი „გაყვითლება“ ცუდი ვარიანტი არ უნდა იყოს.
ახლა „დორტმუნდი“ ფიქრობს - სჯობს ჰოლანდში მიიღოს 75 მილიონი, თუ დათანმხდეს 30 მილიონით ნაკლებს და საკუთარ კლუბში ბუნდესლიგის გასული წლის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი ჩარიცხოს.
- 6 მარტი 2020
- 10 422
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.