არტეტამ „რეალთან“ კონტაქტი უარყო
როგორც იცით, დანი სებალიოსის ლონდონში ყოფნის ვადა 30 ივნისს იწურება.
ხელშეკრულების თანახმად, „არსენალის“ მესვეურებს ესპანელი ნახევარმცველის ავტომატურად გამოსყიდვის უფლება არ აქვთ.შესაბამისად, იმისათვის, რომ „წითლებმა“ ფეხბურთელის დატოვება მოახერხონ, თავიდან უნდა აწარმოონ მოლაპარაკებები სამეფო კლუბთან.
ამ ეტაპისთვის, „მეთოფეების“ დამრიგებელი მიკელ არტეტა, მადრიდის „რეალთან“ რაიმე სახის კონტაქტს უარყოფს და ჯერ-ჯერობით, ისიც უცნობია შედის თუ არა ზიდანის გეგმებში 23 წლის მოთამაშე.
თავად სებალიოსისათვის მიმდინარე სეზონი რთული გამოდგა.2 თვაინი ტრავმის შემდეგ, მან ფაქტობრივად დაკარგა ადგილი „არსენალის“ სასტარტო შემადგენლობაში.
MARCA
- 6 მარტი 2020
- 770
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.