ვალვერდესა და კაზემიროს სატრანსფერო ღირებულება გაიზარდა
მიმდინარე სეზონში გუნდის წარმატების გასაღები ნახევარდაცვაშია.
„სანტიაგო ბერნაბეუზე“ „ბარსელონას“ დამარცხებაშიც, სწორედ ლომის წვლილი შეიტანეს ზიდანის შუახაზელებმა.ესოდენ მნიშნელოვან და პრინციპულ დაპირისპირებაში, კროოსმა ორგანიზატორის ფუნქცია მოირგო, ვალვერდე ხაზებს შორის ბურთის მოძრაობას აკონტროლებდა, ხოლო კაზემირომ, როგორც ყოველთვის, იდეალური ბალანსი შექმნა მოედანზე.
მადრიდელების წარმატებული მატჩი და ზოგადად სეზონი თვალთახედვიდან არ გამორჩენია Transfermarkt-ს.შესაბამისად, ურუგვაელი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 50-დან 60 მილიონ ევრომდე გაიზარდა, ხოლო ბრაზილიელის 70-დან 80-მდე, ხოლო რაც შეეხება გერმანელს, ის 60 მილიონადაა შეფასებული.საერთო ჯამში „რეალს“ 200 მილიონიანია ნახევარდაცვა ყავს, რაც პრიმერა დივიზიონის მასშტაბით უპრეცედენტო ციფრია, ვინაიდან „ატლეტიკოს“ მოედნის ცენტი 160 მილიონს (საული - 90 მლნ. ტომასი - 50, ერერა - 20) უტოლდება, ხოლო „ბარსელონას“ 140-ს (დე იონგი - 90 მლნ. ბუსკეტსი - 35, ვიდალი - 15).
ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ ბოლოდროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე, ედენ აზარის სატრანსფერო ფასი 120 მილიონიდან 100-მდე შემცირდა, ხოლო ედერ მილიტაოს 45-დან 40 მილიონამდე.
ცნობისათვის, ჯერ კიდევ სეზონის სტარტზე, ფედერიკოს შესაძლებლობები 20 მილიონ ევროდ იყო შეფასებული.
AS
- 6 მარტი 2020
- 1 406
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.