რა ბედი ეწევა მარიანო დიასს?
დომენიკელმა თავდამსხმელმა „ელ კლასიკოში“ მიცემული მცირე შანსი დიდებულად გამოიყენა.მან საქმეში ჩართვიდან რამდენიმე წამში, არც მეტი, არც ნაკლები „ბარსელონას“ კარი აიღო და საბოლოო წერტილი დასვა მატჩში.
მიმდინარე კვირაში სამეფო კლუბმა მომავალი მატჩებისათვის განაახლა ვარჯიში.რა თქმა უნდა, სავწრთნელ ბაზაზე დროულად გამოცხადდა მარიანო დიასი, თუმცა ფეხბურთელმა ჯერ არ იცის, რომელ მხარეს დადგეს - ანუ კატალონიელებთან ასეთი სასიამოვნო სიურპრიზეს შემდეგ, შეიცვლება თუ არა რამე მის მადრიდულ კარიერაში.
შეგახსენებთ, რომ „ბარსასთან“ დაპირისპირება, მარიანოსათვის პირველი გამოდგა წლევანდელ პრიმერაში, ხოლო მეორე მთლიანად სეზონში.ნამატჩევს მოთამაშემ ჟურნალისტებთანაც კი იხუმრა, რომ „კმაყოფილი იყო დებიუტით,“ თუმცა დასმულ შეკითხვაზე სერიოზული პასუხი გასცა ზიდანმა: „მარიანო ჩვენი შემადგენლობის მესამე რანგის ფორვარდია.მოხარული ვარ, რომ მან კარგად გაართვა თავი სამუშაოს.ეს არაფერს ცვლის.“
რთულია გამოიცნო, თუ რა იგულისხმა ფრანგმა სპეციალისტმა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ბიჭი უფრო მეტ ნდობასა და მეტ სათამაშო დროს იმსახურებს.ისინი კარგად იცნობენ ერთმანეთს, ვინაიდან, როდესაც ზიზუ „რეალ მადრიდ კასტილიას“ წვრთნიდა, მაშინ, დიასს მისი თაოსნობით საშუალოდ ყოველ 72 წუთში გაჰქონდა გოლი.
უახლოესს დღეებში „რეალი“ საკმაოდ დიდი გამოწვევის წინაშე დადგება.მადრიდელებს „სიტისთან“ განმეორებით შეხვედრაში სწორედ გოლები სჭირდებათ, რათა შემდეგ ეტაპზე გასვლა მოახერხონ.იქნებ, ჩრდილში მყოფ ბენზემასა და 24 მატჩში 2 გოლის ავტორ იოვიჩზე სასარგებლო გამოდგეს დომენიკის მკვიდრი. ის აუცილებლად უნდა ვიხილოთ საქმეში.
როგორ ფიქრობთ, მეტი დრო უნდა მიეცეს მარიანოს?
- 5 მარტი 2020
- 2 734
- 22