ზიდანის მოთმინება ამოიწურა?
სამეფო კლუბი სეზონის გადაწმყვეტ ფაზაში შევიდა და ახლა უკვე თითოეული მატჩის მნიშვნელობის კოეფიციენტი საკმაოდ მაღალია.
ზინედინ ზიდანი ცდილობს მაქსიმალურად გამოიყენოს მის ხელთ არსებული რესურსი, თუმცა, როგორც ჩანს, ფრანგ სპეციალისტს გარეთ ბეილთან დაკავშირებით მოთმინება ამოეწურა და მისი იმედი საერთოდ აღარ აქვს.
ის, რომ უელსელ შემტევს „ფეხბურთის თამაში აღარ უნდა,“ მიმდინარე სეზონის სტარტიდანაც ნათელი იყო.მიუხედავად ამისა, მთავარი მწვრთნელი მაინც ცდილობდა მისთვის შანსის მიცემას.მაგალითისათვის, 2020 წლის დადგომამდე, ბეილი ისეთ პრინციპულ შეხვედრებში გამოჩნდა მოედანზე სასტარტო შემადგენლობაში, როგორებიც იყო: „პსჟ“-სთან, „სევილიასთან,“ „ატლეტიკოსთან“ და „ბარსელონასთან.“ რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, გარეთმა ვერაფრით უპასუხა ზიდანის გამოწვევას და შესაბამისად, მის მიმართ არსებული იმედის ბოლო ნაპერწკალიც ჩაქრა.
განვლილ უაღრესად ნიშანდობლივ შეხვედრებში, „მანჩესტერ სიტისთან“ და „ბარსელონასთან,“ მაშინ, როდესაც ედენ აზარი ტრავმირებული გახლდათ, ხოლო როდრიგო დისკვალიფიცირებული, ბეილის სათამაშო დრომ მხოლოდ 15 წუთი შეადგინა.დამრიგებელმა მას მაშინ უხმო, როდესაც გუნდი საკუთარ მოედანზე მარცხებოდა ინგლისელებთან და „ელ კლასიკოშიც“ კი, ზიდანმა ბოლო წუთებზე მარიანოსა და ვასკესზე გააკეთა აქცენტი.
რაც შეეხეება საერთო სტატისტიკურ მაჩვენებელს, ბეილმა ამ სეზონის 18 პაექრობაში მიიღო მონაწილეობა და მხოლოდ 3 გატანილი გოლით გამოირჩა.
MARCA
- 5 მარტი 2020
- 5 290
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.