კურტუას ობლაკსა და შტეგენზე კარგი სტატისტიკა აქვს
ტიბო კურტუა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში საუკეთესოა...
ბელგიელ ფეხბურთელს ტერ შტეგენზე და იან ობლაკზე უკეთესი შედეგები აქვს. პირველი მნიშვნელოვანი კომპონენტი საერთო დარტყმებია, რომლის 76.6%-იც ტიბომ მოიგერია და აღემატება ობლაკს, რომელსაც 75%-იანი მაჩვენებელი აქვს.
ტიბო ასევე სოლიდური უპირატესობით ლიდერობს საჯარიმოს შიგნიდან დარტყმული ბურთების მოგერიების კუთხით, მას 72%-იანი მაჩვენებელი აქვს, მეორე ადგილზე ობლაკია 67.5%-ით, ხოლო მესამეზე შტეგენი 54%-ით. ასევე აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში კურტუას საჯარიმოს გარედან არცერთი გოლი არ გაუშვია.
- 5 მარტი 2020
- 1 326
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.