შუკერი და მიატოვიჩი: „ჯერ არაფერია დასრულებული“
მადრიდის „რეალის“ ლეგენდარულმა ფეხბურთელებმა, დავორ შუკერმა და პრედრაგ მიატოვიჩმა, ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრეს.
დავორ შუკერი: „ჩემპიონთა ლიგაზე ყოველთვის მოწინავე ადგილი უჭირავს იღბალს. „მანჩესტერ სიტისთან“ პირველ მატჩში, მადრიდელები მის ნაკლელობას განიცდიდნენ.რა თქმა უნდა, ადვილი არ იქნება, თუმცა „თეთრებს“ არცთუ ისე მცირე შანსი აქვთ მეოთხედფინალში გასვლის.ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ „ქალაქელები“ მაქსიმალური მოტივაციით ასპარეზობენ ამ ტურნირზე.“
„ცხადია, ფეხბურთში თითოეულ დეტალს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.ვფიქრობ, „ბარსელონას“ ძლევით, ზიდანის შეგირდებმა სერიოზული ფსიქოლოგიური მუხტი მიიღეს.პრიმერას დასრულებამდე 12 ტურით ადრე, ჩვენ დიდებული შანსი გვაქვს, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვიყენით.“
პრედრაგ მიატოვიჩი: „ეჭვგარეშეა, რომ ამდენწლიანი პაუზის შემდეგ კატალონიელების „ბერნაბეუზე“ დამარცხება დიდ თავდაჯერებულობას შემატებს კოლექტივს.მადრიდელებმა საწყისი წუთებინავდე იცოდნენ, თუ როგორ უნდა მოეგოთ მეტოქისთვის და ისინი სათანადო მომენტს დაელოდნენ.ახლა ლა ლიგაზე ყველაფერი „რეალის“ ხელთ არის.“
„ფეხბურთში მრავლადაა წარმოდგენილი რთული შეხვედრები, ამ დროს თავი უნდა იჩინოს გუნდის ხასიათმა და სულისკვეთებამ.ის, რომ „რეალმა“ სტუმრად „სიტი“ დაამარცხოს, მოულოდნელობა ნამდვილად არ იქნება.“
„ჯერ არაფერია დაკარგული.ბიჭებს ნებისმიერისათვის შეუძლიათ 2 გოლის გატანა.ვგონებ, ზიდანსა და კომპანიას ბოლო სიტყვა არ უთქვამთ ჩემპიონთა ლიგაზე.“
MARCA
- 5 მარტი 2020
- 1 328
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.