დიდი გარიგება - ჰოლანდი „რეალში“, იოვიჩი „დორტმუნდში“
Defenscentral-ის ინფორმაციით, მადრიდის „რეალი“ და „ბორუსია“ ერლინგ ჰოლანდისა და ლუკა იოვიჩის გაცვლის შესახებ აწარმოებენ მოლაპარაკებებს...
ფაქტია, რომ ჰოლანდი ბუნდესლიგაში დიდხანს ვერ დარჩება, ყველა კლუბი, რომელიც მასზე აცხადებს პრეტენზიას, მზად არის, გამოსასყიდი 75 მილიონი ევრო გადაიხადოს და ახალგაზრდა ფორვარდი საკუთარ რიგებში ჩარიცხოს.
ამ ეტაპზე „რეალი“ რამდენიმე წინადადებას ამუშავებს, ერთ-ერთი ვარიანტი კი საკმაოდ საინტერესოა.
პერესი ბორუსიელთა მოხიბვლას ლუკა იოვიჩით გეგმავს, რომელიც ბუნდესლიგაში წარმატებით გამოდიოდა და გოლი გოლზე გაჰქონდა. სამეფო კლუბი მზად არის, „BVB“-ს ლუკა დაუთმოს, სანაცვლოდ კი ერლინგი წაიყვანოს მადრიდში.
- 5 მარტი 2020
- 2 831
- 8
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.