„რეალმა“ ახალგაზრდა მცველს კონტრაქტი გაუხანგრძლივა
სამეფო კლუბმა თავისი აკადემიის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელს კონტრაქტი გაუხანგრძლივა
მიგელ გუტიერესმა, რომელიც „რეალის“ 19 წლამდე გუნდში ირიცხება, 2024 წლის 30 ივნისამდე დაუკავშირა მომავალი „ბლანკოსს.“ აღსანიშნავია, რომ განვლილი პრე-სეზონის დროს, მარცხენა მცველი ზიდანის შეგირდებთან ერთად იმყოფებოდა ავსტრალიაში, სადაც „ფენერბახჩესთან“ პაექრობაშიც მიიღო მონაწილეობა.მას კარგად იცნობს ფრანგი სპეციალისტი და შესაბამისად, მის პროგრესს გამადიდებელი შუშით აკვირდება.
როგორც ცნობილია, 18 წლის გუტიერესის შესაძლებლობებით რამდენიმე ესპანური გუნდი ინტერესდება, თუმცა ის მომდევნო სეზონს „რეალ მადრიდ კასტილიაში“ გაატარებს.
AS
- 5 მარტი 2020
- 1 302
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.