საბოლოო კონტრაქტი მბაპეს - პირველი პრეცენდეტი ფეხბურთის ისტორიაში!

ფრანგული გამოცემების ინფორმაციით, საფეხბურთო ისტორიაში პირველი პრეცენდენტი ფიქსირდება, რომელიც „პსჟ“-სა და კილიან მბაპეს კონტრაქტს ეხება.

ალ ჰელაიფი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ფლორენტინო პერესის გეგმა ჩაშალოს და მბაპე პარიზში დატოვოს.

„პსჟ“-ს მმართველი უკვე შეხვდა მბაპეს მშობელს და აგენტს, რათა კონტრაქტის ახალი დეტალები შეეთანახმებინა.

არსებული ინფორმაციით, „პსჟ“ კილიანს წლიურად 52 მილიონ ევროს შესთავაზებს და ხელშეკრულება 6 წლიანი იქნება. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ფრანგი ფეხბურთელის გამოსასყიდ თანხად 2 მილიარდი ევრო განისაზღვრება, რაც თავისთავად ნიშნავს იმას, რომ მბაპეს კონტრაქტის გამოსყიდვას ვერცერთი კლუბი ვერ შეძლებს.

ამასთანავე ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, „პსჟ“ მზად არის, მბაპეს სარეკლამო შემოსავლებიდან არანაირი თანხა არ მიიღოს. 0%-100%-ზე სწორედ ასეთია ჰელაიფის შეთავაზება.

იმ შემთხვევაში, თუ მბაპე ახალ კონტრაქტს დათანხმდება, 6 წელიწადში მისი შემოსავალი მხოლოდ ხელფასის სახით 312 მილიონი ევრო იქნება, რომელსაც დაემატება ბონუსები ჩემპიონთა ლიგის და სხვა ტურნირების მოგების შემთხვევაში.

ესპანური გამოცემა „ას“-ის ინფორმაციით, აღნიშნული წინადადებით ფრანგი ფეხბურთელის მშობლები მოხიბლულები არიან, თუმცა საბოლოო სიტყვას კილიანი იტყვის,რომელსაც ბოლო კვირებში ფრანგულ კლუბთან ურთიერთობა კიდევ უფრო დაეძაბა.

  • Ramos
  • 5 მარტი 2020
  • 28 572
  • 8

1

5 მარტი 2020 03:27

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
წლიურად 52 მილიონი არც ერთი ფეხბურთელი არ ღირს.ასე უაზროდ რომ ხარჯავენ თანხებს მაგიტომაცაა,რომ ამდენი ხანია ერთ ადგილას ბუქსაობენ.

2

5 მარტი 2020 04:04

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ბრაზილიელი არაა ცანცარობას ფულს და გართობას რო ამჯობინებენ ხოლმე ამას პირველობაზე ექნება პრეტენზია და პირველობას პარიზით ვერ მიაღწევს

3

5 მარტი 2020 07:34

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 438
მბაპეს თუ უნდა რომ ნომერი პირველი გახდეს მსოფლიოში,არ უნდა დახარბდეს ფულს და ყველაზე უძლიერეს კლუბში უძლიერესი მწვრთნელის დარიგებები მიიღოს.თუ არა და ეგდოს პარიზში და ნეიმარივით ერქვას საშუალო დონის ფეხბურთელი.

4

5 მარტი 2020 09:32

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
დღევანდელ ფეხბურთში ფინანსური ფაქტორი უპირველესია. მბაპეც დიდი ალბათობით დათანხმდება თეორიულ ბრწყინვლე კარიერას, მულტიმილიონები სჯობს.

5

5 მარტი 2020 09:35

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 057
ai welsac tu chaisvares ligaze. aucileblad datovebs parizs

6

5 მარტი 2020 09:36

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 233
ციტატა: Madrid 4 ever
დღევანდელ ფეხბურთში ფინანსური ფაქტორი უპირველესია. მბაპეც დიდი ალბათობით დათანხმდება თეორიულ ბრწყინვლე კარიერას, მულტიმილიონები სჯობს.

პატარა ბიჭია და საკმარის იშოვის, არამგონია დათანხმდეს

7

5 მარტი 2020 11:54

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
მე დავთანხმდებოდი :დდ რა მაყუთს მოჭიმავს ეს ჩემისა თუ ეს მართალიაა

8

5 მარტი 2020 18:14

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 438
მბაპემ უნდა თავად გააკეთოს არჩევანი თუ სად უნდა თამაში.რეალში,სადაც მინიმუმ 3 ოქროს ბურთს მოიგებს,თუ პსჟ-ში სადაც არ მგონია საფრანგეთის ჩემპიონობის გარდა რაიმე მოიგოს.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 31
2 ლევანდოვსკი 27
3 ბუდიმირი 21
4 სორლოტი 20

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ივლისი 2025 (81)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)