გონსალო იგუაინი „რეალში“ ბრუნდება?
იტალიური გამოცემები საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებენ...
საქმე ეხება სამეფო კლუბის ყოფილი ფეხბურთელის, გონსალო იგუაინის „რეალში“ დაბრუნების საკითხს.
პიპიტა „იუვენტუსს“ მომდევნო ზაფხულს ყველა ვარიანტში ემშვიდობება. მხარეები ახალ კონტრაქტზე ვერ შეთანხმდნენ და მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, წინახაზელი სერია „ა“-ს დატოვებს.
გონსალო თავისუფალი აგენტი ხდება და მის მიმართ რა თქმა უნდა დიდი ინტერესი არსებობს.
Daily Mail-ის ინფორმაციით, იგუაინის დამატება „ბილბაოს“ სურს, მაგრამ დღევანდელი ინფორმაციით ასპარეზზე სამეფო კლუბიც გამოვიდა, რომელიც მზად არის, პიპიტასთან 2 წლიან თანამშრომლობას მოაწეროს ხელი.
იგუაინს „მერენგების“ რიგებში 264 მატჩი აქვს ჩატარებული და 122 გოლს მოითვლის. სამეფო კლუბის შემდეგ პიპიტამ „ნაპოლის“, „იუვენტუსის“, „ჩელსისა“ და „მილანის“ ღირსება დაიცვა.
ვნახოთ, დაუბრუნდება თუ არა 32 წლის მოთამაშე „ბლანკოსს“, სადაც ყველაზე მეტად გაითქვა სახელი.
- 4 მარტი 2020
- 3 454
- 7