ვალდანო:„დარწმუნებული ვარ, „სიტის“ „რეალის“ ეშინია“
ხორხე ვალდანოს აზრით „რეალისა“ და „სიტის“ ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა და სოლიდური უპირატესობის მიუხედავად, გუარდიოლას გუნდს „ბლანკოსის“ ეშინია.
„„ელ კლასიკოს“ წინ ხშირად ისმოდა პესიმისტური განცხადებები, თუმცა ვთქვი, რომ „რეალი“ ამ მატჩს აუცილებლად მოიგებდა. ზინედინ ზიდანი კრიზისული სიტუაციებიდან გუნდის გამოყვანის ოსტატად ჩამოყალიბდა, რაც ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.“
„დიახ, „სიტის“ სერიოზული უპირატესობა აქვს. მადრიდის „რეალმა“ 0:2 უნდა მოიგოს, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლა მოახერხოს, თუმცა ვთვლი, რომ ეს ყველაფერი სავსებით შესაძლებელია.“
„დარწმუნებული ვარ, მანჩესტერულ კლუბს „რეალის“ ეშინია, ვინაიდანაც ზუსტად აანალიზებს იმ ძალას, რომელიც ზიზუს გუნდს აქვს.“
- 4 მარტი 2020
- 1 875
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.