მბაპე „პსჟ“-ში ბედნიერი არ არის და სანტიაგო ბერნაბეუზე თამაში სურს!
ფრანგული გამოცემების ინფორმაციით, „პსჟ“-ს ბოლოდროინდელმა გადაწყვეტილებებმა, რომელიც ოლიმპიადას და კიდევ სხვა საკითხებს უკავშირებოდა მბაპესა და კლუბს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაძაბა.
ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონი პარიზში ბედნიერი არ არის და ზაფხულში კლუბის შეცვლა სურს.
„პსჟ“ ამ შემთხვევაში მბაპეს მოქმედი კონტრაქტის სპეკულირებს და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მოთამაშის შენარჩუნება მოახერხოს, თუმცა ამ შემთხვევაში პარიზული გრანდის მთავარი პრობლემა არა მისი მსურველი „რეალი“, არამედ თავად ფეხბურთელია, რომლის მოტივაციაც იკლებს.
კილიანის ოცნება ზინედინ ზიდანთან მუშაობა და სანტიაგო ბერნაბეუზე თამაშია. თავის მხრივ, ზიზუც მაქსიმალურად ცდილობს, რომ ფლორენტინო პერესი ნებისმიერი თანხის გადახდაზე დაიყოლიოს.
ზიდანის მთავარი მიზანი სწორედ მბაპეა. „რეალის“ მწვრთნელი შეტევაში პრობლემების მოგვარების გასაღებს სწორედ კილიანში ხედავს.
- 4 მარტი 2020
- 1 587
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.