The Independent - პოჩეტინო „რეალს“ არ ელოდება!
მაურისიო პოჩეტინოს „ტოტენჰემიდან“ წასვლის დღიდან „რეალს“ უკავშირებენ, თუმცა ამაოდ.
The Independent-ის ინფორმაციით, სამეფო კლუბის პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი ზინედინ ზიდანის გათავისუფლების საკითხს არც კი განიხილავს და დარწმუნებულია, რომ ფრანგი მეორე ცდაზეც ძალიან წარმატებული იქნება.
ამის პარალელურად პოჩეტინო უსამსახუროდ არის დარჩენილი და ეჭვი არავის ეპარება, რომ ზაფხულში ევროპის რომელიმე ტოპ გუნდს ჩაიბარებს.
მაურისიოს პირველ რიგში მიუნხენის „ბაიერნს“ უკავშირებენ, თუმცა არსებობს სხვა ვარიანტებიც. „პსჟ“, „სიტი“ და ასე შემდეგ.
აღნიშნულ წყაროზე დაყრდნობით, ფეხბურთის არგენტინელი სპეციალისტი სამეფო კლუბში მიმდინარე მოვლენებს დღემდე აკვირდება და გულის სიღრმეში სწორედ მსოფლიოს საუკეთესო კლუბი გაწვრთნა სურს, მაგრამ გამომდინარე პერესის ზიდანისადმი ნდობისა და დიდი პატივისცემისა, მისი მადრიდში მოსვლის შანსი ფაქტობრივად ნულს უტოლდება.
- 4 მარტი 2020
- 1 602
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.