„რეალმა“ მიმდინარე სეზონში კარი 17-ჯერ შეინახა მშრალად
მადრიდის „რეალს“ ამ სეზონში გაშვებული გოლების მხრივ უჩვეულო შედეგები აქვს. უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ტურნირზე გუნდმა 17 დაპირისპირებაში მოახერხა კარის მშრალად შენახვა...
ამ 17 დაპირისპირებაში შედის 2 „ელ კლასიკო“ და 1 მადრიდული დერბი. მართლაც საოცარია, რომ „ბარსელონამ“ ვერცერთ შემთხვევაში ვერ შეძლო გოლის გატანა და როგორც „ბერნაბეუ“, ასევე „ნოუ კამპი“ გოლის გარეშე დატოვა.
17 დაპირისპირებიდან 13 ლა ლიგაზე მოდის, 2 ჩემპიონთა ლიგაზე, 1 ესპანეთის სუპერთასზე და 1 სამეფო თასზე.
ლა ლიგის 26 ტურში გაშვებული 17 გოლით „ბლანკოსს“ ისტორიული შედეგი აქვს.
- 4 მარტი 2020
- 1 165
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.