განგაშის სიგნალი - როდის გაიტანს ბენზემა?
„ლევანტესა“ და „მანჩესტერ სიტისთან“ დამარცხების შემდეგ, სამეფო კლუბმა მოახერხა ძალების მობილიზება და საკმაოდ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა „ბარსელონას“ წინააღმდეგ.აღნიშნულ დაპირისპირებაში ვინისიუს ჟუნიორმა და მარიანო დიასმა გამოიჩინეს თავი.
ცხადია, ისეთი მოწინააღმდეგის ძლევით, როგორიც „ბლაუგრანაა,“ ოფიციალურ მადრიდში დიდი იმედები გაჩნდა „ქალაქელებთან“ განმეორებითი მატჩის წინ.ამასთანავე, ფეხბურთელებმა ირწმუნეს, რომ პრიმერა დივიზიონის დასრულებამდე 12 ტურით ადრე, ტიტულისათვის ბრძოლა სულ უფრო რეალური ხდება, მაგრამ, რა თქმა უნდა, თუ შეტევითი ხაზის მოთამაშეები არ გამოფხიზლდებიან, არაფერს ექნება აზრი.გუნდს ახლა ისე სჭირდება გატანილი გოლები, როგორც არასდროს.
როდესაც თავდამსხმელებზე მიდგება საქმე, ცხადია, პირველ რიგში კარიმ ბენზემა გვახსენებდა, რომელმაც ვერადავერ გაისწორო სამიზნე.ფრანგის ანგარიშზე პრიმერა დივიზიონის უკანასკნელ 10 მატჩში, მხოლოდ 1 გოლი ირიცხება, ხოლო მთლიანად 2020 წელს - 2 გოლი.
არადა, ბენზემამ აღნიშნული სეზონი ნაყოფიერად დაიწყო.მან საწყის 16 შეხვედრაში 12 ჯერ მოახერხა მეტოქის კარის აღება, თუმცა ამის შემდეგ „ცხრიანი“ გაჩერდა...
ერთი სიტყვით, კარიმს ჯერ კიდევ შეუძლია ყველაფრის გამოსწორება.მის მხრებზე საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობაა და თუ არა დროული მოქმედება, შეიძლება გუნდს ძვირად დაუჯდეს.
AS
- 4 მარტი 2020
- 1 800
- 8
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.