ვინისიუსი:„პიკესთან დაპირისპირებაზე 100%-იან სიმართლეს გეტყვით“
ვინისიუს ჟუნიორმა „ელ კლასიკოში“ განვითარებულ მოვლენებზე. პიკესთან დაპირისპირებასა და კრიტიკოსებზე ისაუბრა...
„ყოველთვის ბევრს ვმუშაობ და არასდროს ვარ კმაყოფილი მიღწეული შედეგებით, თუმცა აუცილებელია, რომ ხანდახან დაფასდე. კრიტიკოსებისგან არაერთხელ მომისმენია უსაფუძვლო არგუმენტები, თუმცა ვერაფერს ვიზამთ, ეს ფეხბურთის თანმხლები მოვლენაა.“
„მე არ ვამბობ, რომ საუკეთესო ფეხბურთელი გავხდი, რადგან „ბარსელონას“ კარში გოლი გავიტანე, თუმცა მოედანი რომ უგოლოდ დამეტოვებინა შედარებით დაბალ შეფასებას მივიღებდი.“
„პიკესთან დაპირისპირებაზე 100%-იან სიმართლეს გეტყვით, შეტაკებისას ხელი მომხვდა, რომელიც არტურის იყო, მე კი ჟერარის მეგონა, სწორედ ამიტომ მის მიმართ გამოვთქვი პრეტენზია, რის შედეგადაც „ბარსელონელმა“ მცველმა მკითხა - „გიჟი ხომ არ ხარ“? ეს ყველაფერი ვიდეო გამეორებაზე ვნახე და დასკვნები გამოვიტანე, სწორედ ამაშია 100%-იანი სიმართლე.“
„გულშემატკივრების რეაქციები ძალიან დასაფასებელია, როგორც კი ბურთს ვიღებდი დიდი ოვაციები და შეძახილები მესმოდა, რაც სიამაყით მავსევდა და მოტივაციას მიმაღლებდა.“
- 4 მარტი 2020
- 10 449
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.