შეუდარებელი ტიბო კურტუა
გუნდის პირველი ნომერი მოწოდების სიმაღლეზე განაგრძობს თამაშს.
ალბათ, რომ არა ტიბო კურტუას თავგანწირული და საიმედო ასპარეზობა, სრულიად შესაძლებელია, სხვა შედეგი დამდგარიყო განვლილ დაპირისპირებაში. ბელგიელმა გოლკიპერმა ოთხი მოგერიება განახორციელა „ბარსელონას“ წინააღმდეგ და ოთხივე მეტად მნიშვნელოვანი.მან ზედიზედ ორ „ელ კლასიკოში“ მოახერხა კარის მშრალად შენახვა, რაც ნამდვილად ისტორიული მაჩვენებელია.
სამეფო კლუბის მაისურის მორგების შემდეგ, ბელგიელის ირგვლივ არცთუ ისე სახარბიელოდ განვითარდება მოვლენება, თუმცა, წლეულს, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა.ტიბო მიმდინარე ფორმაციის „ბლანკოსის“ ერთ-ერთი გამორჩეულია ფიგურაა და ამაზე ციფრებიც მეტყველებს - ამ სეზონში ჩატარებულ 31 შეხვედრაში, მან მხოლოდ 24 გოლი გაუშვა და ამასთანავე, 16 შემთხვევაში საერთოდ არ მისცა მეტოქეს შედეგიანი დარტყმის განხორციელების საშუალება.
კურტუა ჩემპიონატის საუკეთესო მეკარის წოდების მოსაპოვებლად, ობლაკთან ერთად იბრძვის.აღსანიშნავია, რომ „ზამორანოს“ სახელით ცნობილი ჯილდო, 2007/2008 წლების სეზონის შემდეგ, თვალით აღარ უნახავთ ესპანურ გრანდში.
MARCA
- 4 მარტი 2020
- 1 611
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.