მარიანოს მსურველები გამოუჩდნენ
დომენიკელ ფეხბურთელს, რომელმაც განვლილ „ელ კლასიკოში“ სრულიად საფეხბურთო საზოგადოება გააოცა, მსურველები გამოუჩდნენ.
Calciomercato-ს ინფორმაციით, მარიანო დიასის შესაძლებლობებით ზედიზედ ორი იტალიური კლუბია დაინტერესებული.კერძოდ, „მილანი“ და „რომას“ მზად არიან, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნის შემდეგ, „რეალთან“ დაიწყონ მოლაპარაკებები თავდამსხმელის კონტრაქტის გამოსყიდვასთან დაკავშირებით.
ის, რომ ზინედინ ზიდანს დიდი გეგმები არ აქვს მარიანოსთან დაკავშირებით, მიმდინარე სეზონიდანაც ნათლად ჩანს, თუმცა „ბარსელონასთან“ მატჩში განვითარებულმა მოვლენებმა, შესაძლებელია გარდატეხა შეიტანოს მოთამაშის კარიერაში.
შეგახსენებთ - დიასს იანვარშიც ჰყავდა რამდენიმე მსურველი, მაგრამ მან „რეალის“ დატოვება არ მოინდომა.
- 4 მარტი 2020
- 1 358
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.