მწვრთნელი: „ვფიქრობ, აზარი შეძლებს ამის გაკეთებას“
ბელგიის ეროვნული ნაკრების დამრიგებელმა, რობერტო მარტინესმა, ედენ აზარის შესახებ ისაუბრა.
„სამეფო კლუბის სამედიცინო შტაბი ძალიან გახარებულია იმ ფაქტით, რომ ედენმა ოპერაციის გაკეთება გადაწყვიტა.ის ძალიან მშვიდი და პოზიტიური ადამიანია.“
„რა თქმა უნდა, ამ ეტაპისთვის რთულია საუბარი ფეხბურთელის დაბრუნების თარიღზე, ვინაიდან ყველაფერი დამოკიდებულია სარეაბილიტაციო პერიოდზე, თუმცა დარწმუნებული ვარ, აზარი სეზონის დასრულებამდე „რეალის“ რიგებში ითამაშებს, ხოლო შემდეგ კი ევროპის ჩემპიონატზეც მოახერხებს ნაკრების ღირსების დაცვას.“
„სამწუხაროდ, მადრიდელთან „ათიანს“ უიღბლობა დაატყდა თავს.ბოლო წლების განმავლობაში, მას ძალიან ცოტა დრო უცდებოდა ტრავმის გამო, მაგრამ ასეთია ფეხბურთი.“
MARCA
- 4 მარტი 2020
- 1 100
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.