ბეილი „ელ კლასიკოს“ შემდეგომ ზეიმს არ შეუერთდა
გარეთ ბეილი მადრიდში ბედნიერი არ არის. ყველა გარემოება სწორედ აღნიშნულზე მეტყველებს.
„ელ კლასიკოს“ მოგების შემდეგ სამეფო კლუბის გასახდელში დიდი ზეიმი იყო.
ამ მატჩს დაემთხვა ბენზემას მე-500, ისკოს მე-300 და ლუკას ვასკესის მე-200 დაპირისპირება სამეფო კლუბში.
გასახდელში ფლორენტინო პერესი ჩავიდა და ფეხბურთელებს ისტორიული მაისურები უბოძა საჩუქრად.
„ბარსელონასთან“ მატჩის შემდეგ დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში „მერენგების“ გასახდელში დიდი ჟრიამული იყო, თუმცა აღსანიშნავია, რომ საყოველთაო ზეიმს გარეთ ბეილი არ შეუერთდა.
უელსელმა ფეხბურთელმა მატჩის დასრულებიდან რამდენიმე წუთში გასახდელი დატოვა.
- 3 მარტი 2020
- 4 169
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.