ვალვერდემ 2 000-იან ნიშნულს გადააჭარბა
ფედე ვალვერდემ „ელ კლასიკოში“ 2 000 წუთიან ნიშნულს გადააჭარბა...
მიმდინარე სეზონში ურუგვაელმა ფეხბურთელმა 31 დაპირისპირებაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 2 გოლი და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.
ფედეს ანგარიშზე უკვე 2057 წუთია და 2 000-იანების კლუბშიც გაწევრიანდა. ვალვერდე არის ერთ-ერთი ფეხბურთელი იმ მცირერიცხოვან სიაში, რომელმაც ამ სეზონში 2000 წუთს გადააჭარბა.
1998 წელს დაბადებულ ფეხბურთელს საოცარი სეზონი აქვს და არნახულ პროგრესს აჩვენებს. ეჭვი არავის ეპარება, რომ ის ზიდანის ფორმაციის ახალი „რეალის“ უდავო ლიდერი იქნება.
- 3 მარტი 2020
- 1 244
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.