ზიდანმა გადაწყვეტილება მიიღო - ისკოს მომავალი გარკვეულია!
მიმდინარე სეზონში ისკო ალარკონმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა საკუთარი კლასი. შარშან ესპანელის აბარგება გადაწყვეტილი იყო, იგივე გაგრძელდება ამ სეზონის სტარტზეც, მაგრამ ბოლო 3 თვეში განვითარებულმა მოვლენებმა სიტუაცია რადიკალურად შეცვალა...
ფრანცისკო „ბლანკოსის“ უპირობო ლიდერი გახდა. ესპანელის საოცარი კლასი პირველ რიგში მაღალი დონის გუნდებთან თამაშებში სჩანს.
ისკო ბრწყინვალედ გამოდის „ბარსელონას“ წინააღმდეეგ და „რეალის“ მხრიდან ყოველთვის ერთ-ერთი თვალსაჩინო ფეხბურთელია.
იმ პირობებში, რომ ზიდანი ზაფხულში რამდენიმე ფეხბურთელის გაშვებას აპირებს, ისკო გარანტიებს იღებს. არ არის გამორიცხული, ნახევარმცველმა ახალ კონტრაქტსაც მოაწეროს ხელი.
მიმდინარე ხელშეკრულება ფრანცისკოს „თეთრების“ რიგებში დარჩენას 2022 წლის 30 ივნისამდე ითვალისწინებს.
ზიზუს სურს, რომ მის ახალ პროექტში ალარკონი კვლავ გათვალისწინებული იყოს.
- 3 მარტი 2020
- 8 223
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.