„რეალი“ 2-0 „ბარსელონა“ (სტატისტიკა)
ის, რომ „რეალსა“ და „ბარსელონას“ შორის დაძაბული ბრძოლა შედგა უდავოა. „ელ კლასიკოში“ სტატისტიკის მოყვარულთათვის საკმაოდ საინტერესოდ განვითარდა მოვლენები.
ბურთის ფლობის მხრივ „რეალს“ 44%-იანი მაჩვენებელი ჰქონდა, ამ მხრივ „ბარსელონა“ 56%-იანი უპირატესობით იწონებდა თავს.
რაც შეეხება გოლის მცდელობებს, „რეალმა“ გოლის გატანა 13-ჯერ სცადა, „ბარსელონამ“ კი 9-ჯერ. ზიდანის გუნდს 5 ზუსტი დარტყმა ჰქონდა, სეტიენის კოლექტივს კი 4.
პასების რაოდენობით კატალონიურმა კლუბმა „რეალი“ დაჯაბნა, „ბლაუგრანელთა“ ანგარიშზე 644 გადაცემა დაფიქსირდა, „რეალის“ კი 492.
რაც შეეხება შეტევებს, „რეალმა“ 110 შეტევა განახორციელა, საიდანაც 82-ჯერ იერიშმა მწვავე ხასიათი მიიღო. „ბარსელონას“ დაწყებული 116 შეტევიდან კი მწვავე მხოლოდ 49 გამოდგა.
ზიდანის გუნდის მხრიდან უხეშობა 19-ჯერ დაფიქსირდა, „ბარსელონელებმა“ კი მეტოქე გუნდის ფეხბურთელების წინააღმდეგ 20-ჯერ იუხეშეს.
და ბოლოს, კუთუხერების მხრივ „ბლანკოსს“ სერიოზული უპირატესობა ჰქონდა 8-2-ზე.
- 2 მარტი 2020
- 1 808
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.