პიკე: „ასეთი საშინელი „რეალი“ არასდროს მინახავს“
ხერარდ პიკემ „ელ კლასიკოს“ შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„საწყის ტაიმში სრულად ვაკონტროლებდით თამაშს, რასაც ვერ ვიტყვით მადრიდელებზე.პირველად ვნახე ასე საშინლად მოთამაშე „რეალი“ თავისივე სტადიონზე.რაც შეეხება მოერე ნახევარს, „თეთრები“ თავიანთ საჯარიმოსთან მიახლოვების საშუალებას არ გვაძლევდნენ და პარალელურად, უიღბლობის გამო პირველი გოლი გავუშვით.“
„არ ვამბობ, რომ ჩემი სიტყვები კრიტიკას შეიცავს.არც ჩვენ ვიყავით მოწოდების სიმაღლეზე.მომენტები რომ გამოგვეყენებინა, სხვა შედეგი დადგებოდა.“
„ჩვენ დაგვჭრეს, მაგრამ არ მოვმკვდარვართ.ვგონებ, ლა ლიგის მოგება შეგვიძლია.“
აღსანიშნავია, რომ პიკეს განცხადებას რამოსი გამოეხმაურა: „ყველას თავისი მოსაზრება გააჩნია.მე კი ბედნიერი ვიქნები, თუ ყოველთვის მოვიგებ „ელ კლასიკოს,“ ასეთი ცუდი, როგორც თვითონ ამბობს, პირველი ტაიმის შემდეგ.“
AS
- 2 მარტი 2020
- 4 223
- 15