ვასკესის მე-200 და ისკოს მე-300

ლუკას ვასკესისთვის და ისკოსთვის „ელ კლასიკო“ საიუბილეო აღმოჩნდა...

ესპანელმა ფეხბურთელმა „ბლანკოსის“ მაისურით მე-200 დაპირისპირება გამართა, საიდანაც 135 ლა ლიგაზე მოდის, 36 ჩემპიონთა ლიგაზე, 15 „ლა კოპაზე“ და დანარჩენი სხვა ტურნირებზე. ლუკასი 200-იდან 137 შემთხვევაში გამარჯვებული გამოდგა, მის ანგარიშზე ყველა ტურნირზე 24 გოლია.

რაც შეეხება ისკო ალარკონს, ესპანელმა ნახევარმცველმა „ბლანკოსის“ ღირსება უკვე მე-300-ედ დაიცვა. ისკოს ანგარიშზე 211 გამარჯვება და 51 გოლი ფიქსირდება.

ფრანცისკოს ანგარიშზე ლა ლიგაში 200 დაპირისპირება ფიქსირდება, ჩემპიონთა ლიგაზე 56, სამეფო თასზე 27, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე 6, ხოლო ევროპისა და ესპანეთის სუპერთასებზე 4-4.

ჩატარებული თამაშების მიხედვით ისკომ საუკეთესო სეზონი 2014/15 წლებში დააფიქსირა, როდესაც 53-ჯერ გამოჩნდა მოედანზე.

  • Hala
  • 2 მარტი 2020
  • 932
  • 5

1

2 მარტი 2020 11:53

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
თავიდანვე ვამბობდი კურტუა სხვა ლეველია მეთქი. მისი პრობლემები თავიდან ფსიქოლოგიური იყო. ნავასიც კარგი მეკარეა მაგრამ არა ტოპ დონე.
ისკოს რომ გაეტანა მაგარი იქნებოდა.

2

2 მარტი 2020 12:03

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
მეორე ტაიმი როგორც ჩავატარეთ ეგეთი თამაში გვინდა სიტისთან და გავცდებით :)) შეცდომები უნდა გამოვრიცხოთ თუგვინდა გასვლა შემდეგ ეტაპზე.

აი მაგას ვამბობ მარიანოზე, ძირითადის კაცი ეგ არარის მაგრამ ხომ შეიძლება 3 თამაშში ერთხელ მაინც ათამაშო 20-25 წუთი, ძლიერია სწრაფი და მებრძოლი, ფართო მაშტაბით შეიძლება მაგის გამოყენება და რატომრაც ვაბშე არიყენებს ზიდანი.

3

2 მარტი 2020 12:05

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 832
ვინისიუსმა დაამტკიცა თავისი კლასი, 19წლის ასაკში რო ითხოვთ ზოგი შლანგია ესაა ისაა ბიჯო მეორე სეზონია გადმოვიდა იმ ბრაზილიიდან ევროპაში და შეადარეთ წინა წელთან რამდენად დახვეწილია , ტაქტიკურადაც დღითიდღე იზრდება და ვითარდება , დრიბლინგზე საუბარი აღა რმაქ მის ასაკში საუკეთესოა მაგ კომპონენტში და მეტს რასითხოვთ ამ ასაკში არვიცი .

4

2 მარტი 2020 12:16

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4 902
ციტატა: PAQSO
მეტს რასითხოვთ ამ ასაკში არვიცი .

ტექნიკური დეტალების დახვეწა ყოველ სეზონში შეიძლება მაგრამ აზროვნება უჭირს და მოკლე დროში სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარი არ აქვს. ზიდანი ვარჯიშების მერე ტოვებს და კარში დარტყმას ასწავლის და რა ვერ ისწავლა ამხელა კაცმა

5

2 მარტი 2020 12:19

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ზიდანი უძლიერესი ტრენერია. რეალზე მაგარ პრესინგს და ასევე პრესინგის დროს დაცვიდან შეტევაში ამათზე სწრაფად და მაგრად ვერც ერთი გუნდი ვერ გადადის.. ვინი დაიხვეწება იმედი მაქვს ჯერ 19 წლისაა და წინაა აქ ყველაფერი და ყველაზე მაგრად ის მიკვირს რო ვუყურებ სხვა გუნდების შემტევებს და აქეთ ამათ ვუყურებ და მეცინება როგორ მოხდა რო რეალს შეტევაში უჭირს))) და ზიზუ კიდე ძალიან დიდია :)

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (245)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)