კურტუა:„ძალიან კმაყოფილი ვარ, გამარჯვებაში დიდი წვლილი შევიტანე“
ტიბო კურტუამ „ელ კლასიკო“ შეაფასა...
„საკმაოდ რთული მატჩი იყო და ბედნიერი ვარ, რომ გამარჯვებაში ჩემი წვლილი შევიტანე. პირველ ტაიმში კატალონიურ კლუბს რამდენიმე კარგი მომენტი ჰქონდა, თუმცა სიტუაციის განეიტრალება მოვახერხე.“
„სამეფო კლუბმა მეორე ტაიმში სულ სხვა ფეხბურთი ითამაშა, რაც ავტომატურად აისახა ტაბლოზე ნაჩვენებ შედეგზეც.“
„ფეხბურთი დეტალებია, ჩვენ „სიტისთან“ ძალიან ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ „ელ კლასიკოში“ სულ სხვა ფეხბურთი ვაჩვენეთ გულშემატკივრებს. დღევანდელი დღე იყო ბრწყინვალე შანსი იმისა, რომ სიტუაცია შეგვეცვალა და ასეც მოხდა.“
„უნდა აღინიშნოს, რომ ჩემპიონატის დასრულებამდე 12 ტურია დარჩენილი და უმძიმესი ბრძოლები გველის, შემდეგ ტურში „ბეტისთან“ მოგვიწევს გამოცდის ჩაბარება, მაგრამ ის მუხტი, რომელიც ბერნაბეუზე მივიღეთ ბოლომდე გაგვყვება და არაფრის დიდებით არ დავთმობთ ლა ლიგის თასს.“
- 2 მარტი 2020
- 1 363
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.