კურტუა და ვინისიუსი „ელ კლასიკოს“ ისტორიაში შევიდნენ
განვლილი „ელ კლასიკო“ გამორჩეულად დაამახსოვრდებათ „რეალის“ ფეხბურთელებს, ვინაინად ისინი ისტორიული ფაქტების მომსწრენი გახდნენ.
1974/1975 წლების სეზონის შემდეგ, კურტუა გახდა პირველი გოლკიპერი, რომელმაც „რეალისა“ და „ბარსელონას“ დაპირისპირებაში მიჯრით ორჯერ მოახერხა კარის მშრალად შენახვა.ბელგიელმა მართლაც საიმედოდ იასპარეზა განვლილ მატჩში.რომ არა მისი თავგანწირული და საიმედო მოქმედებები, ვინ იცის, რა შედეგით დასრულდებოდა ესოდენ მნიშვნელოვანი და პრინციპული ჯახი.
აღსანიშნავია, რომ სწორედ ტიბოს წყალობით, კატალონიელებმა 2006/2007 წლების სეზონის შემდეგ პირველად ვერ მოახერხეს შედეგიანი დარტყმის განხორციელება „სანტიაგო ბერნაბეუზე.“
რაც შეეხება ახალგაზრდა ბრაზილიელს, ვინი მიმდინარე საუკუნეში „ელ კლასიკოს“ ყველაზე ახალაგზრდა მეგოლე გახდა.როდესაც დარტყმული შტეგენის კარის ბადეში მოთავსდა, მისი ასაკი შეადგენდა 19 წელსა და 233 დღეს. სამხრეთ ამერიკელმა ეს სტატუსი მესისგან გადაიბირა.
AS
- 2 მარტი 2020
- 1 714
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.