რამოსი: „ძალიან გვინდოდა მათი გახარება“
სერხიო რამოსმა „ბარსელონასთან“ მოგებული მატჩი შეაფასა.
„„ელ კლასიკოში“ გამარჯვების მოპოვება მეტად პოზიტიური მოვლენაა.კვირის დასაწყისში „მანჩესტერ სიტისთან“ მარცხმა ძალიან დაგვწყვიტა გული და გვინდოდა, რომ „ბარსელონას“ დამარცხებით გაგვეხარებინა გულშემატკივრები.დიდებული საღამო გამოდგა - გუნდმა მნიშვნელოვანი 3 ქულა ჩაიწერა აქტივში და ამასთანავე, კარის მშრალად შენახვა მოახერხა.ჯერ არაფერია გადაწყვეტილი, უნდა გავაგრძელოთ მუშაობა და რაც შეიძლება მეტი ქულის დაბევება.“
„მატჩის მიწურულს მეტოქეს დავუთმეთ სადავეები და ჩვენ მთლიანად თავდაცავზე გადავერთვეთ.არ ვიცი, ეს რამდენად საუკეთესო გადაწყვეტილება იყო, თუმცა ფაქტია, რომ შედეგი დავდეთ.ისინი აგორავებდნენ ბურთს, მაგრამ მომენტების შექმნა ვერ მოახერხეს.მთავარია, როდესაც კატალონიელებს ეპაექრები, მათი არ უნდა გეშინოდეს.“
„როგორც ყოველთვის „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გულმხურვალე ქომაგობა მეტად დაგვეხმარა.ჩვენ ძალიან გვინდოდა მოგება.“
„ნამდვილად გამოსარჩევია მატჩის მეორე ნახევარი.მოწინააღმდეგეს მაღალი პრესინგი შევთავაზეთ და უკვე იმათ ნახევარზე ვცდილობდით ბურთის დაბრუნებას.აღნიშნულის წყალობით არა ერთი სახიფათო მომენტი შევქმენით და გავიტანეთ 2 გოლი.“
„რა თქმა უნდა, შეცდომები ყოველთვის იქნება, თუმცა საჭიროა სწორი ანალიზი, რათა მომავალში თავიდან იქნას აცილებული.ჩვენ ვართ კოლექტივი, რომელიც ყოველთვის გაუმჯობესებაზე ფიქრობს.“
„მესის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში.მე, კაზემირო და მარსელო საკმაოდ მჭიდროდ ვეთამაშებოდით არგენტინელს.ვფიქრობ, ჩვენ საუკეთესოდ წარმოვაჩინეთ დაცვითი შესაძლებლობები „ბარსელონას“ წინააღმდეგ.“
RealMadrid.Com
- 2 მარტი 2020
- 1 807
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.