„ელ კლასიკო“ - ბრძოლა ჩემპიონობისთვის

დღეს „ელ კლასიკოა“. მატჩი, რომელიც ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს, მაგრამ დღევანდელი მატჩი სატურნირო თვალსაზრისითაც უმნიშვნელოვანესია. თუ „რეალი“ „ბარსელონასთან“ დამარცხდება, კიკე სეტიენის გუნდი დიდ უპირატესობას მოიპოვებს და სამეფო კლუბს 5 ქულით გაასწრებს, „რეალის“ გამარჯვების შემთხვევაში კი ზიზუს გუნდი ლიდერობას დაიბრუნებს...

როგორ ფორმაში ხვდებიან „ელ კლასიკოს“ გუნდები? უნდა ითქვას, რომ ბოლო მატჩები „რეალმა“ საშინლად ჩაატარა, „ბარსელონამ“ კი პირიქით, ბრწყინვალე საღამოები შესთავაზა მაყურებლებს.

მიუხედავად ამისა, სრულიად მადრიდი ოპტიმიზმით არის სავსე და ყველა მადრიდისტა სჯერა საკუთარი გუნდის.

ლა ლიგის 26-ე ტურის წინ „ბარსელონა“ ცხრილს 55 ქულით ლიდერობს. სეტიენის გუნდის ანგარიშზე 17 მოგება, 4 ფრე და 4 წაგებაა. რაც შეეხება ბურთების შეფარდებას. 25 დაპირისპირებაში კატალონიელებმა 62 გოლი გაიტანეს და 29 გაუშვეს.

რაც შეეხება მადრიდულ გიგანტს. 25 დაპირისპირებაში ზიდანის კოლექტივმა 53 ქულის მოპოვება შეძლო, მადრიდელთა ანგარიშზე 15 მოგება, 8 ფრე და 2 წაგებაა. დედაქალაქელებმა მეტოქის კარის აღება 46-ჯერ შეძლეს საკუთარ კარში კი 17 გოლი გაუშვეს.

ამ დრომდე „რეალი“ კვლავ ინარჩუნებს იმ გუნდის სტატუსს, რომელსაც ლა ლიგაში ყველაზე ცოტა გოლი აქვს გაშვებული, მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ გუნდი გატანილი გოლების მაჩვენებლით მოიკოჭლებს და თუნდაც „ბარსელონას“ 18 ბურთით ჩამორჩება.

  • Hala
  • 1 მარტი 2020
  • 841
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)