ზიდანი:„მესის მიმართ დიდი ყურადღება გვმართებს“
ზინედინ ზიდანმა „ელ კლასიკოს“ წინ პრესკონფერენცია გამართა...
„ჩვენ გვაქვს ბრწყინვალე შანსი იმისა, რომ ვითარება შევცვალოთ. ახლა შემიძლია ნახევარი საათი გესაუბროთ სხვადასხვა საკითხზე, მაგრამ მთავარი საქმეა, რომელიც მოედანზე უნდა გავაკეთოთ.“
„საერთოდ არ ვფიქრობ იმაზე, რომ ბერნაბეუზე „ბარსელონასთან“ ბოლო დროს კარგ შედეგებს ვერ ვაფიქსირებთ. ხვალინდელ მატჩში ყველაფერი სუფთა ფურცლიდან იწყება.“
„ყველა უნდა დავტკბეთ არსებული მომენტით და დიდი სიამოვნებით დაველოდოთ ხვალინდელ დაპირისპირებას. ეს არის მსოფლიო მოვლენა.“
„ბრაითვაიტი კარგი ფეხბურთელია, ის სულ ახლახანს შეუერთდა „ბარსელონას“, სხვას ვერაფერს გეტყვით. მე გუნდებზე საუბარი მირჩევნია.“
„ლაუტარო მარტინესი? ახლა ჩვენ „ელ კლასიკოზე“ ვსაუბრობთ და არა სამომავლო ტრანსფერებზე.“
„მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები მყავს და მზად ვარ, „ელ კლასიკო“ მოვიგო. დარწმუნებული ვარ, წარუმატებლობის შემთხვევაში დიდი კრიტიკა დამატყდბა თავს. ვეცდები მაქსიმუმი გავიღო, რათა „რეალმა“ დიდი ფეხბურთი ითამაშოს და 3 ქულა ჩაიწეროს აქტივში.“
„ჩვენი მიზანი ყოველთვის ტიტულების მოგებაა, მიზანი არასდროს იცვლება.“
„როდრიგო ხან მოხვდება განაცხადში, ხანაც ვერა. ბრაზიელიელის ტალანტში ყველანი დარწმუნებულნი ვართ. გოეში ძალიან საჭირო მოთამაშეა.“
„თუ „ბარსელონას“ ვერ მოვუგებთ, მზად ვარ, მზად ვარ განვაცხადო, რომ ყველაფერს ჩემ თავზე ვიღებ, ვინაიდან ვიცი, რომ ფეხბურთელები ბოლომდე დაიხარჯებიან.“
„მესი „ბარსელონას“ უდავო ლიდერია. ბუნერივია, არგენტინელის კარგ თამაშზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, ამიტომ მის მიმართ მაქსიმალური ყურადღება გვმართებს.“
„ყველა „ელ კლასიკო“ მნიშვნელოვანია, მაგრამ სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე ეს მატჩი სულ მცირედით უფრო დიდ ინტრიგას ატარებს, წინ დიდი მატჩი გველის.“
„ბერნაბეუზე ზედიზედ რამდენიმე თამაში ვერ მოვიგეთ, მაგრამ ჩემი ფეხბურთელების მჯერა. „რეალი“ ბოლომდე დაიხარჯება. სამწუხაროდ, ედენის გარეშე გვიწევს კვლავ ასპარეზობა, მაგრამ ჩვენ რამდნეიმე თვის მანძილზე უამრავი დაპირისპირება დავასარულეთ წარმატებით ბელგიელის არყოფნის პირობებში.
- 29 თებერვალი 2020
- 10 220
- 11
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.