ჰოლანდი / ლაუტარო / ვერნერი - ზიდანმა არჩევანი უნდა გააკეთოს
მადრიდის „რეალი“ „9“-იანის ძიებაშია. ესპანური გამოცემები იუწყებიან, რომ ლაუტარო მარტინესის,ერლინგ ჰოლანდისა და ტიმო ვერნერის სამეულიდან ერთ-ერთი გამადრიდელდება...
სამივე ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში ძალიან კარგი შედეგები აქვს, თუმცა განსაკუთრებულად შთამბეჭდავი ჰოლანდის გამოსვლაა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე საოცრებები ჩაიდინა.
ვერნერისა და ჰოლანდის ფასი ფაქტობრივად იდენტურია, ხოლო ლაუტარო მარტინესს „ინტერი“ უფრო ძვირად აფასებს.
ერთი რამ ფაქტია, „რეალს“ ჰოლანდის დამატება 75 მილიონ ევროდ შეუძლია, ვინაიდან მისი მრავალწლიანი კონტრაქტის გამოსასყიდი ფასი, სწორედ აღნიშნული ციფრია.
მადრიდელების უმეტესობა უპირატესობას სწორედ ჰოლანდს ანიჭებს. საინტერესოა რას ფიქრობთ ქართველი მადრიდისტები, რომელი ფორვარდი უფრო გამოგვადგება ხსენებული სამი გოლეადორიდან?
- 29 თებერვალი 2020
- 1 395
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.